ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ აგორებული კამპანია
ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს- ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე. მადლობის გამო ფეხბურთელები რადიკალების ბულინგის ობიექტები გახდნენ. მათი მისამართით შეურაცხმყოფელი სტატუსები დაწერეს . ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუსგან“ ჯილდოდ გამოყოფილი 30 მილიონი ლარი, ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს , ფონდ “ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. გიორგი აბაზაძის სიუჟეტი.
