უნგრეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ის უკრაინასა და რუსეთს შორის მომლაპარაკებლის როლს არ შეითავსებს
უნგრეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ის უკრაინასა და რუსეთს შორის მომლაპარაკებლის როლს არ შეითავსებს. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მართალია მის ქვეყანას ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტის პოზიცია უჭირავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას ბლოკის სახელით მოლაპარაკებების წარმოების უფლებამოსილება აქვს. ეს განმარტება უნგრეთის პრემიერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ის დღეს მოსკოვში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამ ინფორმაციის საპასუხოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უნგრეთს რუსეთთან ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებების გამართვის მანდატი არ აქვს.
