ევროპელი ლიდერები ბრიტანეთის "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას ულოცავენ
ევროპელი ლიდერები ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას ულოცავენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, სოციალურ ქსელში წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ახალი ციკლი დაიწყო და მოუთმენლად ელის კირ სტარმერთან და მის მთავრობასთან თანამშრომლობას. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს გამარჯვებას ულოცავს ევროკომისიის პრეზიდენტიც, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებისა და საერთო გამოწვევების გამკლავების მიზნით, მასთან კონსტრუქციულ პარტნიორობას გეგმავს. კირ სტარმერმა მილოცვები მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტისგანაც. ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ კონსერვატიული პარტია, რეკორდული სხვაობით დაამარცხა და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ მინისტრი, სწორედ კირ სტარმერი იქნება.
