საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს 112”-ის სასწავლო ცენტრის მიერ ეფექტური კომუნიკაციების მომსახურების სფეროში ტრენინგების ციკლი ჩაუტარდათ
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112”-ის სასწავლო ცენტრის მიერ ეფექტური კომუნიკაციების მომსახურების სფეროში ტრენინგების ციკლი ჩაუტარდათ. 4 კვირიანი სწავლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების იმ თანამშრომლებს ჩაუტარდათ, რომლებიც მგზავრთა მომსახურების მიმართულებით მუშაობენ. 112-ის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ, საწყის ეტაპზე, აეროპორტების გაერთიანების 100 თანამშრომელი გადამზადდა. სწავლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. ტრენინგის დასასრულს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა ლევან ცხადაძემ და ,,112”-ის დირექტორის მოადგილემ, მერი ჩიქობავამ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.