საფეხბურთო ნაკრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა
საფეხბურთო ნაკრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა. მიღება დუშეთში, ილია მეორის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებიც. პატრიარქმა „ჯვაროსნები“ დალოცა და სიტყვით მიმართა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა კათოლიკოს-პატრიარქს, მიღებისა და თანადგომისთვის, მადლობა გადაუხადეს.
