შეურაცხყოფა და ბულინგის მცდელობა - რადიკალების სამიზნე ამჯერად ფეხბურთელები გახდნენ
ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუსგან“ ჯილდოდ გამოყოფილი 30 მილიონი ლარი, ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. განცხადება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაავრცელა . გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს , ფონდ “ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. მადლობის გამო ფეხბურთელები რადიკალების ბულინგის ობიექტები გახდნენ და მათი მისამართით შეურაცხმყოფელი სტატუსები დაწერეს . ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს. ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
