თურქეთი მიზნად ისახავს ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რაც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს
თურქეთი მიზნად ისახავს ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რაც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ღაზის სექტორში არსებული ვითარება და რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი განიხილეს.
