დიდი ბრიტანეთში კონსერვატორთა 14-წლიანი მმართველობა სრულდება
დიდი ბრიტანეთში კონსერვატორთა 14-წლიანი მმართველობა სრულდება. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია ლიდერობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თემთა პალატაში ლეიბორისტები უმრავლესობას მოიპოვებენ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი ლეიბორისტების ლიდერი კირ სტარმერი გახდება. მას გამარჯვება უკვე მიულოცა მოქმედმა პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა.
