პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტების განცხადება
პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ვარშავა და ბრატისლავა არ აპირებენ ჯარების გაგზავნას უკრაინაში, თუმცა ძალისხმევას უკრაინის დახმარებისკენ მიმართავენ. ანჟეი დუდას თქმით, ის ვერ ხედავს მნიშვნელოვან უთანხმოებებს სლოვაკეთის პრეზიდენტთან რუსეთის აგრესიისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე. მან ასევე აღნიშნა, რომ აქამდე პოლონეთის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე თავიდანვე ნათელი იყო - ვარშავა სამხედრო დახმარებას უწევს კიევს, მაგრამ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში.
