ჯო ბაიდენმა დემოკრატი გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ მას მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა სჭირდება
ჯო ბაიდენმა დემოკრატი გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ მას მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა სჭირდება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენმა გუბერნატორებს ასევე განუცხადა, რომ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ის, რომ საპრეზიდენტო რბოლაში რჩება, ბაიდენმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც დაადასტურა.
