ირანში კი დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ირანში კი დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეებმა არჩევანი პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, მასუდ პეზეშკიანსა და საიდ ჯალილს შორის უნდა გააკეთონ. ყოფილი კარდიოქირურგი მასუდ პეზეშკიანი ირანის ე.წ. მორალის პოლიციას აკრიტიკებს, ამომრჩეველს ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება. საიდ ჯალილი კი, რომელიც ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელია და რელიგიურ თემებში ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით არის ცნობილი.
