ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლების - „მთაწმინდისა“ და „გენის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლების - „მთაწმინდისა“ და „გენის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ანსამბლებმა ცოცხალი მუსიკალური თანხლების ფონზე ქორეოგრაფიული სპექტაკლი წარადგინეს, სპექტაკლში 300-ამდე ბავშვი მონაწილეობდა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრიც დაესწრო.