ჯანდაცვის მინისტრი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ მუზეუმს, ქართული ქირურგიის ფუძემდებლის და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სამედიცინო არქივი გადასცა, რომელიც უწყებამ კულტურის სამინისტროს დახმარებით მოიძია. მიხეილ სარჯველაძემ ქართული ქირურგიის განვითარებაში, აკადემიკოსის დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გრიგოლ მუხაძემ საქართველოში ქირურგიის ეპოქა შექმნა.