ბათუმში ზღვის სანაპიროზე პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ერთი კი დაშავდა
ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. პარაშუტის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად, ძლიერი ქარი სახელდება. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
