"ბორჯღალოსნები" "ფიჯის" გუნდს დაუპირისპირდებიან
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება - ბორჯღალოსნები ბათუმში ფიჯის გუნდს უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრებს მატჩში, ვერ დაეხმარება მერაბ შარიქაძე, რომლის არყოფნაშიც, კაპიტანი ბექა გორგაძე იქნება. საქართველო - ფიჯის შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 20:00 საათზე დაიწყება.
