ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც გუნდის სახელით ბიძინა ივანიშვილს 30 მილიონიანი ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა რადიკალების ბულინგის ობიექტი გახდა
ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც გუნდის სახელით ბიძინა ივანიშვილს 30 მილიონიანი ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა რადიკალების ბულინგის ობიექტი გახდა. ლაშა ბუღაძე, შალვა ნათელაშვილი, პეტრე კოლხი, ანა სუბელიანი , ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ადამიანების, რომლებმაც სოციალურ ქსელში ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სტატუსები დაწერეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ სიძულვილის კამპანიას, საზოგადოება აუცილებლად ადეკვატურად შეაფასებს. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გადასცა.
