სამძიმარი პილოტის ოჯახს
თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დაასრულეს. კატასტროფის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტებმა შეისწავლეს. თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, მოადგილეებმა და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მიუსამძიმრეს
