კლინიკებში პროცედურაზე მისულ ონკოპაციენტებს ყველა წამალი დაწესებულებაში დახვდებათ
ონკოლოგიურ პაციენტებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება. სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრმა გააცნო. მიხეილ სარჯველაძის თქმით ცვლილების მიზანია, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს
