ბორჯღალოსნები ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩს ხვალ გამართავენ - შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი „იმედზე“ 20:00 საათზე დაიწყება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება. ხვალ ბორჯღალოსნები ბათუმში ფიჯის გუნდს უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრებს კუნძულელებთან მატჩში ვერ დაეხმარება მერაბ შარიქაძე, რომლის არყოფნაშიც კაპიტანი ბექა გორგაძე იქნება. საქართველო - „ფიჯის“ შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ხვალ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 20:00 საათზე დაიწყება
