ბოლნისის რაიონში, თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა
თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დაასრულეს. სამუშაოები რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. კატასტროფის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტებმა შეისწავლეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამოღებულია საფრენი აპარატის ნაწილები და შავი ყუთი, გამოიკითხნენ მოწმეები. დანიშნულია ექსპერტიზები. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მომხდარს 401-ე მუხლით იძიებს