თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი და მიმდებარე ფერდობები დაასუფთავეს. ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა.
