საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი საწყობის მშენებლობა, სადაც საარჩევნო აპარატურა და სხვა ინვენტარი შეინახება, აქტიურად მიმდინარეობს
საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი საწყობის მშენებლობა, სადაც საარჩევნო აპარატურა და სხვა ინვენტარი შეინახება, აქტიურად მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს ცესკოს თავმჯდომარე გაეცნო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ, საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობებისთვის თანამედროვე სტანდარტების საწყობის მშენებლობა ხუთი თვის წინ დაიწყო. კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე შიდა სივრცის მოწყობაზე მუშაობენ.
