კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძრის გამო 25 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძრის გამო 25 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მასშტაბურ სტიქიას საკრამენტოს ჩრდილოეთით, ქალაქ ოროვილთან ახლოს ებრძვიან. მეხანძრეებს მშრალი ამინდი, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს. სტიქიის ზონაში ცეცხლის ერთდროულად რამდენიმე ათეული კერაა. მომდევნო დღეებში კალიფორნიაში ჰაერის ტემპერატურა 46-ს გრადუსამდე აიწევს, რაც სტიქიასთან ბრძოლას კიდევ უფრო გაართულებს.
