წარუმატებელი საპრეზიდენტო დებატებისა და მოწოდებების მიუხედავად, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება
წარუმატებელი საპრეზიდენტო დებატებისა და მოწოდებების მიუხედავად, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება. ბიბისის ცნობით, პრეზიდენტმა თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, რის შემდეგაც დემოკრატიული პარტიის ლიდერებს დაუკავშირდა და განუმარტა, რომ პარტიის კანდიდატად რჩება და წასვლას ვერავინ აიძულებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში პირისპირ შეხვედრა ჰქონდა 10-ზე მეტ დემოკრატ გუბერნატორთანაც. მათ საპრეზიდენტო რბოლაში ბაიდენს მხარდაჭერა აღუთქვეს.
