კლინიკებში პროცედურაზე მისულ ონკოპაციენტებს ყველა წამალი დაწესებულებაში დახვდებათ - ჯანდაცვის მინისტრმა ახალი პროექტი ბენეფიციარებს გააცნო
ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
