საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება. ხვალ ბორჯღალოსნები ბათუმში ფიჯის გუნდს უმასპინძლებენ. მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით, „აჭარაბეთ არენაზე“ გუნდის კაპიტნის ვარჯიში დღეს გაიმართება. საქართველოს ნაკრებს კუნძულელებთან მატჩში ვერ დაეხმარება მერაბ შარიქაძე, რომლის არყოფნაშიც კაპიტანი ბექა გორგაძე იქნება. საქართველო - ფიჯის შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ხვალ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 20:00 საათზე დაიწყება.
