ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
„თუ დონალდ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს უკრაინაში რუსეთის ომი, ის არ უნდა ელოდებოდეს დეტალების გასაჯაროებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, თუ ტრამპს ომის დასრულების გეგმა აქვს, ის დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს.
