გაერთიანებულ სამეფოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება
გაერთიანებულ სამეფოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. თემთა პალატის 650 წევრს მოსახლეობა 5 წლის ვადით ირჩევს. საარჩევნო უბნები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 7 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. ბოლო 14 წელია, გაერთიანებულ სამეფოში მმართველ პარტიას კონსერვატორები წარმოადგენენ, თუმცა, როგორც წინასაარჩევნო გამოკითხვებმა აჩვენა, ამჯერად ლეიბორისტები კონსერვატორებს დიდი უპირატესობით უსწრებენ.
