აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ამერიკის საელჩოში გაიმართა. ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ცერემონიას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა. რობინ დანიგანმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში ისტორიული ასპარეზობაც მიულოცა. მიღებაზე ელჩს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ზიანი მიადგა ორი სახელმწიფოს ურთიერთობებს და ქართული მხარის სურვილია ურთიერთობების გადატვირთვა.
