ლევან კობიაშვილი ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების შედეგებზე
ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების შედეგებზეც ისაუბრა „იმედი LIVE“-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. ლევან კობიაშვილის თქმით, ეს იყო გუნდის დამსახურებული წარმატება. მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ გაირკვევა, გააგრძელებს თუ არა ვილი სანიოლი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, სანიოლს წლის ბოლომდე აქვს ხელშეკრულება და ფედერაციის სურვილია, ის, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩეს საქართველოში.
