საქართველო - სომხეთი
ქართულ-სომხური სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის მიმართულებები და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავება. სომხეთის პირველი დიპლომატის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. არარატ მირზოიანმა შეხვედრები გამართა მთავრობის მეთაურთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ყველა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას რეგიონში. კიდევ ერთხელ აღინიშნა სომხეთის მიერ გაეროს რეზოლუციის ისტორიული მხარდაჭერის ფაქტი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლტოლვილების დაბრუნებას ეხება
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
