ბუდუ ზივზივაძე დიმა ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: სისულელეა. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ ბოდიში აქვს მოსახდელი, იმიტომ, რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა
დეზინფორმაციის გამავრცელებლებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს ბუდუ ზივზივაძე. საუბარია დეზინფორმაციაზე, რომლითაც დიმა ობოლაძეს მიზანმიმართულად, ფაქტების გადამოწმების გარეშე შეუტიეს. რადიკალები საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სცენაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას გამოეხმაურა თავად დიმა ობოლაძე. გავრცელებული ინფორმაცია უარყო ბუდუ ზივზივაძის მამამაც.