ჩინეთის სამხრეთ ნაწილში რეკორდული მასშტაბების წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ჩინეთის სამხრეთ ნაწილში რეკორდული მასშტაბების წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სტიქიამ ჰუნანის, ჰუბეისა და ძიანსის პროვინციებში ათობით ქალაქი და სოფელი სრულად დატბორა. რეგიონში ავდარი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. რამაც რიგ ადგილებში შესაძლოა, წყალდიდობა და მეწყერიც გამოიწვიოს.
