თურქეთმა სირიის ჩრდილო-დასავლეთთან მდებარე მთავარი სასაზღვრო გადასასვლელები დახურა
თურქეთმა სირიის ჩრდილო-დასავლეთთან მდებარე მთავარი სასაზღვრო გადასასვლელები დახურა. გადაწყვეტილება ანკარაში მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქულ ჯარებს სირიელების მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. საზღვრის დახურვა თურქეთის სამხრეთში მასობრივი არეულობის ფონზე მოხდა. სირიელი მიგრანტის მიერ ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ქაისერში, გაზიანტეპსა და ჰატაიში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქტივისტებმა სირიელი ლტოლვილების საკუთრებებზე თავდასხმები განახორციელეს, ცეცხლის წაუკიდეს მაღაზიებსა და ავტომობილებს. თურქებსა და სირიელებს შორის დაპირისპირების ფონზე, თურქეთის პოლიციამ რეგიონში 500-მდე ადამიანი დააკავა.
