ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენმა 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა უნდა მოხსნას
ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენმა 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა უნდა მოხსნას. “როიტერი/იფსოსის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუკი ბაიდენი რბოლას გამოეთიშება, დემოკრატიული პარტიიდან არცერთ სხვა ლიდერს არ აქვს ამერიკის პრეზიდენტზე უკეთესი რეიტინგი და არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხების შანსი. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა "სიენენმაც", საიდანაც ირკვევა, რომ დემოკრატიული პარტიისთვის უკეთესი იქნება თუკი ბაიდენის კანდიდატურას, ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისით ჩაანაცვლებს, თუმცა თავად ვიცე პრეზიდენტი ამ მოსაზრებას უარყოფს და აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი შეუცვლელი კანდიდატია.
