ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ "ინფოტური" გამართა
თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის “ემ-ენდ-აი თბილისი 2024 -ის” მონაწილეებისთვის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ "ინფოტური" გამართა. ევროპიდან პოტენციური დამკვეთი, სერვისის მიმწოდებელი კომპანიის და ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, კულტურას, არქიტექტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ. საერთაშორისო ფორუმი ხვალ დასრულდება.
