გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარეობს ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაო. ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, დღეს პირველი კომენტარი გაკეთდა. ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მამა კირიონის განმარტებით, შეზღუდვა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაწესდა. მისი ინფორმაციით, გერმანული კომპანიის მიერ სპეციალურად შეიქმნა მასალები და სამუშაოებსაც გერმანელი სპეციალისტები განახორციელებენ, რომლებიც ტაძარში უახლოეს დღეებში მივლენ. გადახურვის პარალელურად, დაიწყება შიდა სამუშაო. უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მოზაიკის და მხატვრობის მომდევნო სარეაბილიტაციო ეტაპს ერთობლივად დაიწყებენ.
