მაკა ბოჭორიშვილი "ეუთოს" საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
"ეუთოს" საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა მაკა ბოჭორიშვილი. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნა დაასახელა. ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპულ კურსზე და ევროინტეგრაციის პროცესზე.
