დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია რეკორდულ გამარჯვებას მოიპოვებს
დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია რეკორდულ გამარჯვებას მოიპოვებს. სოციოლოგიური კვლევის ცენტრის, “სურვეიშენის” მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ლეიბორისტები პარლამენტში 650 ადგილიდან 484-ს მიიღებენ, კონსერვატორები კი, რომლებიც ბოლო 14 წლის განმავლობაში იმყოფებიან ხელისუფლებაში, მხოლოდ 64 მანდატს დასჯერდებიან. ლეიბორისტების მაღალ რეიტინგზე მეტყველებს სხვა ორგანიზების მიერ ჩატარებული გამოკითხვებიც.
