კონგრესმენის მოწოდება ბაიდენს
ტეხასელი კონგრესმენი ლოიდ დოგეტი პირველია დემოკრატი კანონმდებლებიდან, ვინც ჯოზეფ ბაიდენს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ საჯაროდ მოუწოდა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა გადაარჩინა ჩვენი დემოკრატია ტრამპისგან 2020 წელს და არ უნდა დაუშვას მისი გამარჯვება 2024 წელს. თავის დროზე ლინდონ ჯონსონმა მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება, მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა და ახლა იგივე უნდა გააკეთოს ბაიდენმაც“-აღნიშნა კონგრესმენმა.
