ორბანი ზელენსკისთან შეხვედრაზე
უნგრეთის პრემიერი კი აცხადებს, რომ მის წინადადებას, ჯერ ცეცხლი შეწყდეს და შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, უკრაინის პრეზიდენტი ენთუზიაზმით არ შეხვედრია. ვიქტორ ორბანის თქმით, ზელენსკის მისი წინადადება არ მოეწონა და ღიად განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკების ცუდი გამოცდილება აქვს.
