ტყის ხანძრები საბერძნეთში
საბერძნეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ერთდროულად რამდენიმე ადგილას ებრძვიან. ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულებზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ტყის მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ დედაქალაქ ათენთან ახლოსაც. მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებაში ხელს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლით.