საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები შესაბამის ცენტრებში, ხვალ, დილის 8 საათზე- უშუალოდ სესიამდე 1 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ, ეს რეგისტრაციისათვის საჭირო დროა. დაგვიანება, გამოცდიდან მოხსნას ნიშნავს. პირველი საგანი, რომელშიც აბიტურიენტებს ცოდნის დემონსტრირება ევალებათ ქართული ენა და ლიტერატურაა, ბოლო ფიზიკა. საგამოცდო პროცესი 26 ივლისს დასრულდება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
