ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია „უნიკოში“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ მიღწეული წარმატებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო
აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქეთევან დარსაველიძემ მომავალ ფეხბურთელებს და მათ მშობლებს სპეციალურად დამზადებული ბურთები და საქომაგო საკომუნიკაციო გზავნილები მოახატვინა. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა კრეატიული ნაკეთობებით, დროშებითა და სპეციალური მაისურებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებას სისტემატური სახე მიეცემა და მომავალში სპორტის სხვა სახეობების თემატიკით გაგრძელდება.
