ევროპაში ამერიკული სამხედრო ბაზები მაღალი მზადყოფნის რეჟიმზე გადაიყვანეს
ევროპაში ამერიკული სამხედრო ბაზები მაღალი მზადყოფნის რეჟიმზე გადაიყვანეს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნულ ზომას არა ერთი კონკრეტული საფრთხის, არამედ გამოწვევების ერთობლიობიდან გამომდინარე მიმართეს, ვინაიდან ამ ფაქტორებმა შესაძლოა რეგიონში ევროპული სარდლობის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებაზე მოახდინოს გავლენა.
