ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებაზე დაფიქრება სთხოვა
ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებაზე დაფიქრება სთხოვა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან საუბრისას ევროპაში მშვიდობის აუცილებლობასა და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი. ზელენსკიმ და ორბანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
