საქართველო საქმიანი ტურიზმის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
საქართველო საქმიანი ტურიზმის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებაში ტურისტული სერვისის მიმწოდებელი 83 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია სამი დღის განმავლობაში გამართავს 40-მდე შეხვედრას პოტენციურ დამკვეთებთან. საქართველო ფორუმის ჩატარების ადგილად დიდი კონკურენციის შედეგად შეირჩა. ამ პროცესში ევროპის ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა.
