ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. აუდიტი ორ ეტაპად ჩატარდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. აუდიტი ორ ეტაპად ჩატარდა. "აისოს" სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს „მენეჯმენტის სისტემების“ აუდიტორმა 2024 წლის მაისში ჩაატარა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისო აუდიტორების მიერ დისტანციურად ჩატარდა საკონტროლო აუდიტი. ორივე აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ მოპოვებული საერთაშორისო სერტიფიკატი შეინარჩუნა, 6 ივლისიდან კი ცენტრალური საარჩევნო კომისია, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით, მოსახლეობისთვის საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
