ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მისმა მთავარმა მრჩევლებმა მაქსიმალურად შეზღუდეს პრეზიდენტის მედიაში გამოჩენა
ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მისმა მთავარმა მრჩევლებმა მაქსიმალურად შეზღუდეს პრეზიდენტის მედიაში გამოჩენა - წერს "პოლიტიკო"თეთრი სახლის პერსონალზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ბაიდენის ასაკიდან გამომდინარე, მის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე საზოგადოებრივი აზრის კონტროლის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს მკაცრი შეზღუდვები აქვთ ამოქმედებული. "პოლიტიკო" წერს, რომ ყოველდღიურ ბრიფინგებზე ბაიდენის თანაშემწეებს მისთვის მაპროვოცირებელი ფრაზებისა თუ ინფორმაციის მიწოდება ეზღუდებათ. პოლიტიკოსთან საუბარში, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენთან ბრიფინგები განსაკუთრებით რთულია და დონალდ ტრამპთან პირველ საპრეზიდენტო დებატებში განცდილი კრახი მათთვის მოულოდნელი სულაც არ იყო.
