სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს. სხდომა მედიისთვის დახურული იყო და ის ორ საათს გაგრძელდა. საქმეზე გამოძიება თითქმის ათ თვეს მიმდინარეობდა.საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა სოფელ ლამბალოში ასიმ სადიკოვმა მოკლა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე, გოგონა იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა, მოზარდის წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.
